ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდა

გამოქვეყნდა:

 ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს ვიზიტი სახელმწიფოების თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია.

"უკრაინას მშვიდობა სურს და ამიტომაც შევთავაზე უკრაინული მშვიდობის ფორმულა საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ მადლობელი ვიქნებით ყველა სახელმწიფოსი, ვისაც ნამდვილად სურს დაეხმაროს უკრაინას მშვიდობის მიღწევაში. მე ვიწვევ ბაჰრეინს მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმულის გარკვეული პუნქტების განხორციელებასა და მომავალ სამშვიდობო სამიტში",- წერს ზელენსკი. 

ამავე განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის ბაჰრეინს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივი მხარდაჭერისთვის რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი