
მარცვლეულის შეთანხმების განსახორციელებლად ჰუმანიტარული დერეფნის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი სხდომა 5 მაისს, ჩიხში შევიდა.
The Guardian-ის ცნობით, მიზეზი გემებისთვის ახალი პირობებია, რომლებსაც მარცვლეულის ექსპორტი შეუძლიათ.
უკრაინამ, რუსეთმა, თურქეთმა და გაერომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
გაეროს წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე ავტორიზებული გემების რეგულარული ყოველდღიური ინსპექტირება გაგრძელდება 18 მაისამდე, სანამ მოქმედი შეთანხმების ვადა ამოიწურება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადებით, 10 მაისს ის მოსკოვში ჩავა, სადაც ლავროვს შეხვდება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, სწორედ მარცვლეულის შეთანხმება იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივლისში რუსეთმა და უკრაინამ თურქეთის შუამავლობით, ცალ-ცალკე გააფორმეს შეთანხმებები გაეროსთან, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის აღდგენას შავი ზღვის გავლით.
2023 წლის 25 აპრილს მოსკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას. კრემლმა ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლის ყურეში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღო. რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინა ჰუმანიტარულ დერეფანს დროებით ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმებისთვის იყენებს.