
რუსებმა მიკოლაევის ოლქში 5 რაკეტა გაუშვეს, დაზიანებულია სამრეწველო საწარმო - ინფორმაციას მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
„ოპერაციული სარდლობის პივდენის [სამხრეთის] ადრეული მოხსენების თანახმად, 5 Kh-22 რაკეტა გაისროლეს Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან. მტერი თავს დაესხა ოლშანსკესა და კოსტიანტინივკას ჰრომადას. დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა" - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც კიმმა აღნიშნა, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.