
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სიტუაცია არაპროგნოზირებადი და საშიში ხდება - ინფორმაციას
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო მოუწოდებს ყველას, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რათა ატომურ სადგურზე სერიოზული ავარიის საფრთხე მოიხსნას. ეს განცხადება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც რუსეთმა ენერგოდარიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
რაფაელ გროსის თქმით, ატომური ობიექტის თანამშრომლები სადგურზე რჩებიან, თუმცა სიტუაცია პოტენციურად სახიფათოა.