"ჟურნალისტის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია... პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, მაგრამ არა" | არახამია

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტის ციხეში ჩასმა წარმოუდგენელია... პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, მაგრამ არა", - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. 

"..აღარაფერს ვამბობ ნიკა გვარამიაზე. ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მითუმეტეს თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე, ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით. 

...საქართველოს პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ ის შეიწყალებდა ნიკა გვარამიას, ვფიქრობდით, ის საფრანგეთის მოქალაქეა და იქნებ გადაედგა პროევროპული ნაბიჯი, მაგრამ არა. მოკლედ რომ შევხედოთ და შევაჯამოთ რა არის ძალიან პრობლემატური - პირველ ადგილზეა აგენტების კანონი, მეორე ადგილზეა ნიკა გვარამიას პატიმრობა. არ შეიძლება ჟურნალისტი იყოს ციხეში. ეს გაუგონარია", - თქვა არახამიამ. 

ინტერვიუ სრულად: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი