"რუსეთში მუშახელის დეფიციტია, 2022 წელს ქვეყანა 1.3 მლნ ადამიანმა დატოვა" | ბრიტანეთის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტის წინაშე დგას. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოკითხა 14 000 დამსაქმებელი და დაადგინა, რომ ხელმისაწვდომი თანამშრომლების რაოდენობა 1998 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობა 2 000 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზები, სავარაუდოდ, COVID-19 და უკრაინაში მიმდინარე ომია. 

უწყების ცნობით, 2022 წელს რუსეთი 1,3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა და განათლებული ადამიანია. რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ IT მუშაკთა დაახლოებით 10%-მა (100 000) 2022 წელს დატოვა ქვეყანა, ისე, რომ აღარ დაბრუნებულან. 

მობილიზაცია, ისტორიულად მაღალი ემიგრაცია - მოსახლეობის დაბერება და კლება ამცირებს და ზღუდავს შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომი კადრების რაოდენობას. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის ვარდნას და ინფლაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი