„[კონტრშეტევისგან] ადამიანების უმეტესობა რაღაც გრანდიოზულს ელოდება“ | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

„ადამიანების უმეტესობა რაღაც გრანდიოზულს ელოდება“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი საუბრობს. როგორც მან Washington Post-თან ისაუბრა, სავარაუდოდ, ამ ადამიანებს, იმედგაცრუება ელით. 

მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი კონტრშეტევისთვის მზად არ არის, რადგან სამხედროების ნაწილი მომზადებას NATO-ს წევრ ქვეყნებში გადის.

რეზნიკოვის თქმითვე, დასავლელმა პარტნიორებმა მას უთხრეს, რომ „საჭიროა წარმატების მორიგი მაგალითი“, რომელიც მათ საკუთარ ამომრჩევლებს უნდა დაანახონ.

„...არ შემიძლია გითხრათ, როგორი იქნება ამ წარმატების მასშტაბი: 10 კმ, 30 კმ, 50 კმ, 100 კმ, 200 კმ?“ - ამბობს რეზნიკოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი