
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის S-400 გადაცემა სთხოვა, მაგრამ ანკარამ უარი თქვა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეკომპანია Habertürk-ის ეთერში განაცხადა.
"აშშ-მა იკითხა, შეგიძლიათ თუ არა S-400-ების გაგზავნა უკრაინაში, ჩვენ ვუთხარით, რომ არა", - თქვა ჩავუშოღლუმ შტატებთან ურთიერთობაზე კომენტირებისას.
მოსკოვმა და ანკარამ 2017 წელს ხელი მოაწერეს S-400-ის 2,5 მილიარდი დოლარის შეთანხმებას. 2019 წლის ზაფხულში S-400 თურქეთში ჩავიდა.