
7 მაისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 480 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 444-ზე მეტი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 455; ხარკოვის ოლქში - 275, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 85, ხერსონის ოლქში - 96, ზაპოროჟიეს ოლქში - 89, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 67, ლასტროვის ოლქში - 68.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.