დროებით ოკუპირებული ყირიმის ადმინსიტრაცია ამტკიცებს, რომ გვიან ღამით ყირიმი 22-მა ჩინურმა თვითმფრინავმა დაბომბა

გამოქვეყნდა:

პრორუსული Telegram არხების ცნობით, 7 მაისის ღამეს, ყირიმი სულ მცირე 22-მა ჩინურმა თვითმფრინავმა 
დაბომბა.

დროებით ოკუპირებული ყირიმის გუბერნატორის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც, მისი მტკიცებით, ელექტრონული  ერთ-ერთი თვითმფრინავია გამოსახული.

ის იდენტიფიცირებული იყო, როგორც ჩინური წარმოების Mugin-5 თვითმფრინავი. მწარმოებლის საიტზე ნათქვამია, რომ მისი ყიდვა 9,5 ათას აშშ დოლარად არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ღამით სევასტოპოლის საზოგადოებაში გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატების დრონების თავდასხმის შესახებ. გარდა ამისა, კრიუჩკოვი ამტკიცებს, რომ ყველა თვითმფრინავი და რაკეტა, რომლებიც ყირიმს ესროდნენ, ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი