კონტრშეტევის მოლოდინში | უკრაინის მზადება და რუსეთის გარდაუვალი მარცხი

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას უკრაინაში მოვლენები ერთობ საინტერესოდ განვითარდა - უამინდობისა და ორივე მხრიდან რესურსების გამოწურვის ფონზე ერთგვარი უძრაობა იყო ფრონტის ხაზზე. პოზიციური წინსვლა თითქოს არც ერთ მხარეს ჰქონდა.

მაგრამ აშკარაა, და ამას პრიციპში აღარც მალავენ უკრაინელები, რომ ძალიან მალე იქნება მასშტაბური კონტრშეტევა - NATO-ს ქვეყნებში გადამზადებული მრავალათასიანი არმია უკრაინაში დაბრუნდა და საბრძოლო პოზიციებს იკავებს, უკვე გერმანულ ლეოპარდებთან და ბრიტანულ ჩელენჯერებთან ერთად. უკრაინაში პატრიოტების გამოჩენამ კი პუტინის აქამდე უკონკურენტო იარაღი, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა - კინჟალი მიწას დაანარცხა, პუტინის მეგობარი პრიგოჟინი კი პირდაპირ იმუქრება, თუ იარაღს არ მიაწვდიან, ბახმუტის პოზიციებიდან გავა.

თუმცა ეს შეიძლება გარდაუვალი მარცხის წინ მისი მხრიდან ერთგვარი პიარსვლაც იყოს, რაც ამ სისხლიანი ომის დროს არაერთხელ ვიხილეთ პუტინის მზარეულისგან. მოკლედ, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ფრონტიდან სულ უფრო მეტი ახალი ამბავი იქნება, და თანაც კარგი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი