რუსეთის დანიშნული ე.წ. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ზაპოროჟიედან 1600-ზე მეტი მოსახლეა ევაკუირებული

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულია ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 1 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. რუსეთი ზაპოროჟიეს დიდ ნაწილს აკონტროლებს და ევაკუახია ხდება უკრაინის მხრიდან მოსალოდნეკლი კონტრშეტევის შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, რომ სამხრეთ რეგიონი, სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე იქნება. 

ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ევაკუირებულთა შორისაა 660 არასრულწლოვანი  და 230 ფსიქიატრიული პაციენტი.

რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის თქმით, ევაკუაცია, რომელიც პარასკევს დაიწყო, იყო "აუცილებელი ღონისძიება" ფრონტის ხაზთან ახლოს "დასახლებების გაძლიერებული დაბომბვის" გამო.

უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთს უკრაინელების იძულებით დეპორტაციისთვის ევაკუაციის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი