
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეპ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. ბორელის თქმით, სატელეფონო საუბრისას მან აღნიშნა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
"ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში და შეწყვიტოს ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია", - წერს ბორელი.