პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია  Defence24.pl-ის ჟურნალისტ იაკუბ პავლოვსკზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა 10 MiG-29 გამანადგურებელი", - წერს ჟურნალისტი Twitter-ზე.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გამოაცხადა , რომ უკრაინას  MiG-29-ს გადასცემდა. თვითმფრინავების პირველი მიწოდების შესახებ ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა.

გარდა ამისა, აპრილში გერმანიამ პოლონეთს ნება დართო გადაეცა თავისი ხუთი  MiG-29  უკრაინისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი