საჰაერო თავდაცვამ რუსეთის გაშვებული 25 ფრთოსანი რაკეტიდან 23 გაანადგურა - უკრაინის საჰაერო სარდლობა

გამოქვეყნდა:

ღამის განმავლობაში ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 25 ფრთოსანი რაკეტა გაისროლა, რომელთაგან უკრაინამ 23 გაანადგურა. ინფორმაციას საჰაერო ძალები ავრცელებს.

გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. 

8 მაისს, ღამის საათებში რუსეთმა შავი ზღვიდან უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით 8 კალიბრის ტიპის რაკეტა გაუშვა. საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა რვავე გაანადგურეს.

9 მაისს დილის 04:00 საათზე ოკუპანტებმა სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ოთხი საჰაერო გაშვებული რაკეტა გაუშვეს.

9 მაისს, დილის 4 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სტრატეგიული ავიაციის 4 თვითმფრინავიდან TU-95. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა წერს, რომ 17 ფრთოსანი რაკეტიდან (Х-101/Х-555) 15 განადგურებულია. მათგან 14 ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ერთი კი სამხრეთით გაანადგურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი