
ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების შესახებ დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციის თანახმად, საერთაშორისო აკადემია ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.
"დეკლარაცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს აგრესიის დანაშაულების დევნა. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭიროს ტრიბუნალის შექმნას, რომელიც დევნის აგრესიის დანაშაულებს, როგორც ეს განსაზღვრულია უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო სამართლის მიხედვით.
მოუწოდებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს, შეცვალონ იურისდიქციული დებულებები, რომლებიც არეგულირებს აგრესიის დანაშაულს, რათა ისინი გააერთიანონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ სხვა დანაშაულებთან მიმართებაში", - ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და გადაწყვეტილებას მიესალმა. კულებას თქმითვე, ნიურნბერგის დეკლარაცია ადგენს პირდაპირ კავშირს ნიურნბერგის ტრიბუნალსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს შორის
"მივესალმები ნიურნბერგის დეკლარაციას, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ნიურნბერგის ტრიბუნალსა და სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის შესახებ, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. რუსეთის ხელმძღვანელობა, ისევე როგორც 1945 წელს ნაცისტური ხელმძღვანელობა, უნდა დაისაჯოს აგრესიის დანაშაულისთვის" - დაწერა კულებამ.