ევროკავშირი მზადაა, უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მზადაა უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელიც დღეს კიევში იმყოფება.

"უკრაინა ყოველდღიურად ახდენს თავდაცვის ეფექტურობის დემონსტრირებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ტერორისტების ყოველი ჩამოგდებული რაკეტა, ჩვენი მებრძოლების წარმატებაა რუსული შტურმების არიდების საქმეში. ამ კონტექსტში, დღეს ურსულას მადლობა გადავუხადე ევროკავშირის მზადყოფნისთვის, უკრაინას მიაწოდოს უკიდურესად საჭირო საბრძოლო მასალა, ერთი მილიონი ჭურვი არტილერიისთვის". - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, ურსულა ფონ დერ ლეიენთან ამ საბრძოლო მასალის შესყიდვისა და მიწოდების სიჩქარეც განიხილა, რადგან ისინი საჭიროა ფრონტის ხაზზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი