აშშ-ის 1,2 მილიარდიანი სამხედრო დახმარება უკრაინას - ცნობილია რა შედის პაკეტში

გამოქვეყნდა:

აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და საარტილერიო საბრძოლო მასალის საჭიროებებისთვის. 

ახალ პაკეტში შედის:

საჰაერო თავდაცვის დამატებითი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა;
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დასავლური საჰაერო თავდაცვის გამშვებების, რაკეტების და რადარების ინტეგრაციის აღჭურვილობა;
დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა;
155 მმ საარტილერიო ჭურვები;
კომერციული სატელიტური გამოსახულება;

დახმარების ეს პაკეტი,  უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა. 

USAI-ს პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი