
რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ოლქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
"9 მაისს მტერმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე განახორციელა ავიაიერიში. მტრის აგრესიის შედეგად განადგურდა 10 კერძო სახლი და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 20 სახლი", - ნათქვამია განცხადებაში.