რუსები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში საცხოვრებელ კორპუსებს ანგრევენ | ბოიჩენკო

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა 282 საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა მარიუპოლში უკვე 2 208 სახლი დააზიანეს. 

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში 2 208 სახლი დააზიანეს, მათი 50% დანგრეულია, ახლა ანგრევენ, ტოვებენ ორმოებს და ქვის ზარდახშებს. თითქმის 300 სახლი უკვე დაშლილია. ხოლო ოკუპანტები ჯერ კიდევ გეგმავენ 700-მდე სახლის დანგრევას", -  ამბობს მერი ვადიმ ბოიჩენკო.

ცნობისთვის, შენობების დანგრევა ოკუპანტების მიერ დანაშაულის დამალვის ერთ-ერთი საშუალებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაანგრიეს, დარჩენილია მხოლოდ ერთი კედელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი