
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
"მტერმა ახლახანს მოაწყო მორიგი სარაკეტო შეტევა კუპიანსკზე. დაზიანებულია სამოქალაქო ინდუსტრიის ობიექტი სამწუხაროდ, არიან დაჭრილები", - წერს სინებუგოვი.
მისი ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია სულ მცირე 5 საცხოვრებელი კორპუსი.