
რუსულ სარაკეტო იერიშს აღმოსავლეთ უკრაინაში, ბახმუტთან ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP სოციალურ ქსელში ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, არმან სოლდინი ვიდეო რეპორტიორი იყო, რომელიც უკრაინის კონფლიქტს ყველაზე ცხელი წერტილებიდან აშუქებდა.
"ჩვენ განადგურებული ვართ AFP-ის ვიდეოჟურნალისტის არმან სოლდინის გარდაცვალების შესახებ დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში", - წერს სააგენტო.
AFP-ის ჟურნალისტების ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ არმან სოლდინი ჩასოვოი იართან, სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაბომბვა ქალაქის გარეუბანში, ბახმუტიდან არც თუ ისე შორ მოხდას.