რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი თემი დაბომბეს | დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

გამოქვეყნდა:

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში, მიროვესა და მარგანეცის თემები დაბომბეს. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი მიკოლა ლუკაშუკი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, მტერმა თავდასხმა უპილოტო თვითმფრინავებით განახორციელა.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად ხუთამდე სახლი დაზიანდა, 8 საყოფაცხოვრებო შენობა, ავტოფარეხი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არიან დაშავებულები.

"რუსი ოკუპანტები მშვიდად არ ტოვებენ ნიკოპოლის რაიონს. დღეს აგრესორმა დაარტყა მაიროვისა და მარჰანეტის თემებს. მტერი მძიმე არტილერიითა და უპილოტო თვითმფრინავებით დაესხა თავს", - წერს იკოლა ლუკაშუკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი