რუსეთი აცხადებს, რომ "მტრის დრონი" ჩამოაგდეს კურსკთან ახლოს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ 10 მაისს დილით, კურსკთან "მტრის" თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ნამსხვრევებმა დააზიანა გაზსადენი და სახლი.

"სოფელ ტოლმაჩევოში ნამსხვრევები ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია გაზსადენი და სახლის ფასადი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები", - დაწერა გუბერნატორმა.

უკრაინა თითქმის არასოდეს საჯაროდ არ იღებს პასუხისმგებლობას რუსეთის შიგნით და უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი