რუსეთმა აღლუმზე მხოლოდ ერთი ტანკი გამოიყვანა, რათა შიდა კრიტიკა თავიდან აერიდებინა - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთში 9 მაისს გამართულმა აღლუმმა აჩვენა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 თვის თავზე რუსეთს გამოწვევები აქვს ტექნიკური აღჭურვილობასა და სტრატეგიულ საკითხებში.

დაზვერვა წერს, რომ გავრცელებული ცნობებით, აღლუმში 8 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათი უმეტესობა გასამხედროებული დამხმარე ძალა და იუნკრები იყვნენ.

დაზვერვის ინფორმაციითვე, რეგულარული ძალების განლაგებული ფორმირებიდან ერთადერთი პერსონალი რკინიგზის ჯარები და სამხედრო პოლიცია იყო.

დაზვერვა წერს, რომ აღლუმზე მხოლოდ ვინტაჟურიT-34 ტანკი იყო წარმოდგენილი. უწყება აღნიშნავს, რომ მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რუსეთს შეეძლო მეტი დანაყოფების გამოყვანა, თუმცა სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ამისგან თავი შეიკავა, რათა თავიდან აერიდებინა შიდა კრიტიკა, თითქოს ის აღლუმებს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე საბრძოლო ოპერაციებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი