
პუტინის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერი, დავით არახამია "ფეისბუქთ" გამოეხმაურა. არახამია წერს, რომ მაშინ, როცა არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან, პუტინი ღარიბაშვილისთვის უვიზო რეჟიმს აცხადებს
"უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან. მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, პუტინი ღარიბაშვილისთვის უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს - წერს არახამია