
ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა უკრაინელი მცველების წნეხს ვერ გაუძლო და ორ კილომეტრამდე დისტანციაზე უკან დაიხია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, ოლექსანდრ სირსკი ავრცელებს:
"თავდაცვის ოპერაციის გონივრულად წარმართვამ "ვაგნერის" ძალები დაასუსტა და გარკვეულ მიმართულებებზე რუსებს აიძულა, ისინი რეგულარული არმიის დანაყოფებით ჩაენაცვლებინათ, რომლებიც დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. მიუხედავად რუსი სამხედრო დამნაშავეების ხმამაღალი განცხადებებისა, ბახმუტის 9 მაისამდე აღების განზრახვის შესახებ, მტერმა მაინც ვერ შეძლო მისი აღება", - დაწერა სირსკიმ.