ქართველი ხალხის მისწრაფებების კიდევ ერთი ღია და ხმამაღალი მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინიდან. მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერი, ჯერ აფხაზეთში და ახლა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებული დავით არახამია ქართულ საზოგადოებას მიმართავს.
უკრაინელი პოლიტიკოსი ქართულენოვან Facebook-გვერდს ქმნის და წერს, რომ დაეხმარება საქართველოს უფსკრულის გადალახვაში. არახამია ქართული პროდასავლური პოლიტიკის მთვარ შემაფერხებელ ფაქტორად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს და პირველად პოლიტიკურ ამოცანებად საქართველოში პოლიტპატიმრების გათვისუფლებას მიიჩნევს.