
უკრაინაში, რივნეს ოლქის ჩრდილოეთით, სასაზღვრო ზონაში, ტრაქტორი ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას რივნის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი Telegram-ზე ავრცელებს.
"დღეს ტრაქტორი აფეთქდა ნაღმზე, რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, სასაზღვრო ზონაში... სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა" - წერს კოვალი.
მისივე ცნობით, აფეთქება დუბროვიცის ტერიტორიული თემის მინდორში მოხდა. ტრაქტორმა მარკირების ნიშანი ვერ შენიშნა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.