ჩეხეთმა, შესაძლოა, უკრაინისთვის ჩეხური საბრძოლო L-159 ტიპის თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს | პაველი

გამოქვეყნდა:

ჩეხეთმა შესაძლოა უკრაინისთვის ჩეხური საბრძოლო L-159 ტიპის თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემაზე თავს იმ მიზეზით იკავებენ, რომ მათზე სამუშაოდ უკრაინელი პილოტების მომზადებას დიდი დრო მიაქვს და ასევე იმიტომ, რომ თვითმფრინავები საიდუმლო სისტემებს შეიცავენ. 

"თუმცა, მე ვიცი, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ნუ გაგვიკვირდება, თუ უკრაინა ბოლოს და ბოლოს  მაინც მიიღებს რამდენიმე F-16-ს" - აღნიშნა პეტრ პაველმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი