
"ჩვენი საერთაშორისო ბლოკი ძალიან აქტიურად, დეტალების დონეზე მუშაობს პარტნიორებთან უკრაინისთვის თავდაცვის ახალი პაკეტების გადმოცემაზე. ახალი გადაწყვეტილებები უკვე მუშავდება. მეტი თავდაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი ჩვენი თავდაცვისთვის და ხმელეთზე მოძრაობისთვის..." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ საღამოს მიმართვაში.
ზელენსკის თქმით, დღეს რამდენიმე თათბირი ჩაატარა, სადაც ეს ყველაფერი განიხილეს და უახლოეს პერიოდში პარტნიორებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან.
"არცერთი წუთით არ ვივიწყებთ, ჩვენს მიწაზე ოკუპანტის ყოფნის თითოეული დღე მისთვის ცდუნებაა იფიქროს, რომ თითქოს რაღაცა გამოუვა... მას არაფერი გამოუვა!" - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.