
რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულმა, "მოტორ სიჩის" ექს-პრეზიდენტმა, ვიაჩესლავ ბოგუსლაევმა, ტყვეებში გაცვლა ითხოვა. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახელზე დაწერილ მიმართვის წერილშია საუბარი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბოგუსლაევს ბრალად ედება აგრესორი ქვეყნის, ტერორისტული ორგანიზაციის დახმარება და ბოლო დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. ის ახლა ციხეშია და ყველა ბრალდებას უარყოფს.