
ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა ტერიტორიებიდან უკრაინის 300-მდე მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები, ოკუპირებულ ბერდიანსკში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა 8 მაისიდან დაიწყეს ქალაქ კამენკა-დნეპროვსკაიას საჯარო სფეროში დასაქმებული ადამიანების ბერდიანსკში გადაყვანა.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ სამხრეთით ფრონტის ხაზის გასწვრივ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის "ევაკუაციის" ბრძანება გასცა, რადგან კრემლი ელის უკრაინის კონტრშეტევას. იხილეთ ასევე: