
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის 11 მაისის განახლებაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 2023 წლის აპრილში რუსეთის ჯარში 10 000-მდე მსჯავრდადებული გაგზავნეს.
როგორც განახლებაში წერია, 2022 წლის ზაფხულიდან მსჯავრდადებულები უკრაინაში ოპერაციების ძირითადი წყარო კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერისთვის იყვნენ, თუმცა, მათ, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვალში დაკარგეს წვდომა რუსეთის ციხეების სისტემაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან საზოგადოებრივი მტრობის ესკალაციის ფონზე.
თავდაცვის სამინისტროს პატიმართა დაკომპლექტების კამპანია რუსი სამხედროების უფრო ფართო და ინტენსიური ძალისხმევის ნაწილია, რათა გაზარდოს ჯარის რაოდენობა და ასევე ახალი სავალდებულო გაწვევის თავიდან აცილების მცდელობა.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2023 წლის დასაწყისიდან უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად რუსი ტყვეების რეკრუტირების სქემა უკრაინის გაააქტიურა.