"უკრაინისადმი მეგობრულ ქვეყნებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის მიმართ ძალიან მეგობრულ ქვეყნებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ზოგადად, სანქციებმა იმოქმედა და რაკეტების რაოდენობა შემცირდა. დღეს, სამწუხაროდ, მათ იპოვეს გზა ზოგიერთი პარტნიორის მეშვეობით - სადაც ისინი ძალიან ეშმაკურად ეხმარებიან რუსეთს - სანქციების გვერდის ავლით, ამა თუ იმ გზით, მათ შორის იმ სანქციების ჩათვლით, რომლებიც გავლენას ახდენს მათ თავდაცვის ინდუსტრიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი