რუსულმა არტილერიამ ხერსონის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყა

გამოქვეყნდა:

ხერსონში, სამხრეთ უკრაინის რეგიონულ ცენტრში რუსულმა არტილერიამ ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას დაარტყა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"რუსულმა არტილერიამ ხერსონის ერთ-ერთ სასწავლო ობიექტს დაარტყა" - წერს ადმინისტრაცია.

ხერსონის რაიონში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად აფთიაქისა და სოფლის საკრებულოს შენობებიც დაზიანდა.

მათივე ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი