"სიმართლეს არ შეესაბამება" - რუსეთის თავდაცვა უარყოფს უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გუშინ ღამით რუსულ პროპაგანდისტულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული განცხადებები, უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებისა და რამდენიმე სექტორში რუსული თავდაცვის გარღვევაზე, უარყო.

"ცალკეულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა ფრონტის სხვადასხვა ხაზზე თავდაცვის ზღუდეები გაარღვიეს, სიმართლეს არ შეესაბამება" - ნათქვამია რუსეთის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან თავდაცვის ზღუდე გაარღვიეს. ამ ინფორმაციას, ცალკეული უკრაინელი სამხედროებიც ადასტურებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უახლეს ანგარიშში ბახმუტში არსებული ვითარების შესახებ ნათქვამია, რომ დონეცკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების რვა თავდასხმა რუსეთის ჯარების პოზიციებზე წარმატებით მოიგერიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი