
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, განცხადებით, ის რომ ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა მისთვის პირველი სიგნალი იყო, რომ სტრასბურგის საქმეზე პირველ ეტაპზე ახლანდელი შედეგი დადგებოდა.
გიული ალასანიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ეტაპს ეხებოდა და ამით საქმე არ დასრულებულა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება რომელსაც ველოდებოდით, არ მივიღეთ ის გადაწყვეტილება რომელსაც მე პირადად ველოდებოდი. მე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. გარდა ამისა, ყველამ ასევე იცის რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი, ეს არაერთა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები იყვნენ ის ვინც მოდიოდნენ და სინჯავდნენ. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ რომ ჩამოსულიყვნენ და ენახათ, ეს კარგი იქნებოდა ძალიან რადგან ისინი ასევე დაადასტურებენ და ის რომ არ მოხერხდა მათი ჩამოსვლა, ეს რაღაცნაირად მინიშნებასავით იყო ჩემთვის იმის, რომ ეს პასუხი შეიძლებოდა, პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფით, სწორედ აი ეს მიუთითებდა იმას რომ ის ექიმები არ იქნა, სამ თვეზე მეტი გავიდა მგონი, რომ არ მოხერხდა მათ ჩამოყვანა. მაგრამ, საქმე ის არის რომ ეს არის პროცესი, გრძელდება პროცესი, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქ იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული რომელსაც მარტო მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა ელოდება," - თქვა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარდა ამისა, სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით.
იხილეთ ასევე: