ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ  ბორელი ამბობს, რომ  ევროკავშირის წევრები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

განცხადება მან პარასკევს, სტოკჰოლმში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ  15 თვიანი ომის შემდეგ, რუსეთს უკრაინის  დამორჩილებისა და მისი განადგურების განზრახვაზე უარი არ უთქვამს.

"მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ არსებობს და არ იქნება დაღლილობა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რამდენიც მას სჭირდება და რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

"ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა ეს. და ვისაც მშვიდობა სხვაზე მეტად უნდა უკრაინელები არიან. უკრაინელებს მშვიდობა სურთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა კაპიტულაცია. უკრაინა მეორე ბელარუსი არ გახდება." აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი