
უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც სამუშაო ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი დახვდა:
"იტალია მიესალმება უკრაინის პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - წერს ტაიანი "ტვიტერზე".
ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერს და რომის პაპს.