
Euronews-ის ცნობით, შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ და ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები კანონში, სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.
"უკრაინაში საბრძოლო მასალები თვეების განმავლობაში იწურება. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ მათი მიწოდება, მაგრამ ხედავენ, რომ საკუთარი მარაგები უმცირდებათ. ამასთან, იმ შეიარაღების ნაწილი,რომლებიც რამდენიმე წლის წინ, შვეიცარიისგან ჰქონდათ შეძენილი, უკრაინისთვის ჯერ არ გადაუციათ. ახლა ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს, რაც ევროპის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შვეიცარიული იარაღი უკრაინაში გადაისროლონ" - წერს გამოცემა
შვეიცარიული კანონი ადრე კრძალავდა იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანას შვეიცარიიდან მესამე ქვეყნებში.