
"რუსეთის პრეზიდენტი Disney-ის პრინცესას ჰგავდა, ვერაფრით მოიფიქრა შეხვედრის ფორმატი" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ომის დაწყებამდე პუტინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან არაერთხელ მოითხოვა პუტინთან სატელეფონო საუბარი, მაგრამ ერთ მომენტში კრემლმა პასუხების გაცემა შეწყვიტა.
"დავურეკე ისრაელის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ახლა კი პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს", - თქვა ზელენსკიმ.