
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინის ხერსონის ოლქის ნოვოვორონცოვის თემის სოფელ მიროლიუბივკაში, რუსულების მიერ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"ხერსონის რაიონში რუსული არმიის მიერ დატოვებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით დასრულდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე", - წერს ის.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ მიროლიუბივკას ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მოხდა.