"განვიხილეთ ინტენსიური თანამშრომლობა გერმანიასა და უკრაინას შორის" | ზელენსკი შტაინმაიერთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან  ქვეყნებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი Telegram-ში ავრცელებს და გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის ვიდეოს აქვეყნებს.

"პირველი ვიზიტი გერმანიაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. განვიხილეთ არსებული სიტუაცია და ინტენსიური თანამშრომლობა გერმანიასა და უკრაინას შორის. გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - წერს ზელენსკი.

მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას "დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი