"ჩვენ ახლა ვმუშაობთ გამანადგურებლების კოალიციის შექმნაზე" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ გამანადგურებლების კოალიციის შექმნაზე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს და ამბობს, რომ მისი ვიზიტი ევროპაში აუცილებელი იყო "გამანადგურებლების კოალიციის" შესაქმნელად. 

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ გამანადგურებლების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში, ნაწილობრივ სწორედ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი მეორე დღეა, ევროპულ ტურში იმყოფება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი