
"როცა მინდა სადმე ჩასვლა, ოფიციალურად მივდივარ და არსად არ შეღწევას არ ვცდილობ" - პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმაურა Washington Post-ის ინფორმაციას, უკრაინის გეგმების შესახებ რუსული სოფლების ოკუპაციაზე და თქვა, რომ ის "არსად არ შეაღწევს".
შოლცისა და ზელენსკის ერთობლივ კონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა გეგმავს რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას, რათა ომში საუკეთესო პოზიცია დაიკავოს.
"რაც შეეხება "შეღწევას"... მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, როცა მინდა სადმე ჩასვლა, ოფიციალურად მივდივარ და არსად არ შეღწევას არ ვცდილობ“, - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უცხოურ მედიაში გაჟონილი დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს შესთავაზა რუსული სოფლების ოკუპაცია მოსკოვზე ბერკეტების მოპოვების მიზნით, ასევე დრუჟბას ნავთობსადენის აფეთქება.