
"უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე არ გაიმართება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა და განმარტა, რომ უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს ნებისმიერ არჩევნებს საომარი მდგომარეობის დროს.
"თუ საომარი მდგომარეობა არ გვექნება, ამ შემთხვევაში ჩატარდება. კანონში წერია, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები საომარი მდგომარეობის დასრულებიდან 90 დღის შემდეგ ტარდება", - თქვა პრეზიდენტმა.
შეგახსნებთ, რომ არა საომარი მდგომარეობა, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის 29 ოქტომბერს გაიმართებოდა.