
რუსებმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი დაბომბეს. მომხდარის შედეგად 48 წლის ქალი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო Telegram-ზე ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
"მოწინააღმდეგის არტილერია დილიდან უტევს ზაპოროჟიეს რაიონის სოფელს. ნოვოიაკოვლივკაში დარტყმის შედეგად მთლიანად დაინგრა სახლი, დაშავდა 48 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ასევე, გაჩნდა ხანძარი, აფეთქდა მაღაზია და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები", - წერს მალაშკო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ერთი დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლება დაბომბა.