მედია: გერმანიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ზელენსკი პარიზში გაემგზავრება

გამოქვეყნდა:

ფრანგული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის შემდეგ კვირას, 14 მაისს პარიზში გაემგზავრება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომის დაწყების შემდეგ, ეს საფრანგეთში ზელენსკის მეორე ვიზიტი იქნება. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზს 8 თებერვალს ეწვია.

ზელენსკი გერმანიაში დღეს, 14 მაისს ჩავიდა, ის კანცლერ ოლაფ შოლცს და გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა. მანამდე, 13 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტს პრემიერსა და რომის პაპს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი