
უკრაინის ქალაქ ავდიივკაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკი ავრცელებს,
კირილენკოს თქმით, თავდასხმა დღე, 15 მაისს დილით მოხდა. მან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
"დონეცკის რეგიონში გატარებული ყოველი ახალი დღე ზრდის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდომის რისკს!", - დაწერა კირილენკომ telegram-ზე.